შპს „სკოლა მარიოტას“ მისია
სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.
ხედვა
სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. სკოლაში გვჯერა, რომ ზოგადი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ახალგაზრდის ცხოვრებაში და სკოლა უნდა სთავაზობდეს მას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მრავალფეროვან შესაძლებლობას, როგორც აკადემიური ისე კლასგარეშე აქტივობების საშუალებით.
ღირებულებები
სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა).
Severity: Notice
Message: Trying to access array offset on value of type null
Filename: models/Front_model.php
Line Number: 89
Backtrace:
File: /home/u900613839/domains/mariota.ge/public_html/application/models/Front_model.php
Line: 89
Function: _error_handler
File: /home/u900613839/domains/mariota.ge/public_html/application/controllers/Page.php
Line: 52
Function: getPoll
File: /home/u900613839/domains/mariota.ge/public_html/index.php
Line: 321
Function: require_once